14.ოქტომბერი .2022 15:25

ცხრა თვეში თბილისში 31 023 ბინა გაიყიდა - რომელ სეგმენტზეა მოთხოვნა?

ცხრა თვეში თბილისში 31 023 ბინა გაიყიდა - რომელ სეგმენტზეა მოთხოვნა?
views 13942
უკან

თბილისში, 2022 წლის გასული 9 თვეში 31 023 საცხოვრებელი ბინა გაიყიდა. ამის შესახებ Colliers Georgia-ს მიერ თბილისის უძრავი ქონების განახლებულ მიმოხილვაში ვკითხულობთ.

Recov.ge-ზე აღნიშნულია, რომ საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციები წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 21%-ით გაიზარდა, ხოლო ბაზრის ზომა კი 35%-ით, 1.5 მლრდ დოლარამდე გაიზარდა.

მიმოხილვის მიხედვით, იანვარ-სექტემბერში, თბილისში ახალაშენებულ მედიუმ სეგმენტის ბინებზე მოთხოვნა გაორმაგებულია, პრემიუმ სეგმენტში კი მაჩვენებელი 137%-ით გაიზარდა. რაც შეეხება ეკონომ სეგმენტს, ტრანზაქციების რაოდენობა მხოლოდ 5%-ით გაიზარდა.

2022 წლის იანვარ-სექტემბერში თბილისში, ახალ პროექტებში ტრანზაქციები 24%-ით გაიზარდა, რაც ძირითადად მედიუმ და პრემიუმ სეგმენტებში მოთხოვნის მნიშვნელოვანი ზრდით არის განპირობებული. ძველ პროექტებში კი მაჩვენებელი 16%-ით გაიზარდა.

ამასთან, აღსანიშნია, რომ ამ პერიოდის განმავლობაში, თბილისის ცენტრსა და ფართო ცენტრში, ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 11%-ით, გარეუბნებში კი 9%-ით გაიზარდა. ძველი ბინების შემთხვევაში, გარეუბნებში საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 8%-ით, ქალაქის ცენტრსა და ფართო ცენტრში კი 7%-ით გაიზარდა.

Recov.ge-ზე თბილისის საცხოვრებელი ბინების თვიური მიმოხილვაც აქვს წარმოდგენილი, რომელშიც აღნიშნულია, რომ სექტემბერში თბილისში 3 831 ბინა გაიყიდა, რაც წინა წლის სექტემბერთან შედარებით 27%-ით მეტია. ბაზრის ზომა კი 42%-ით, 196 მილიონ დოლარამდე გაიზარდა.

თვიურ ჭრილში, 2022 წლის სექტემბერში ახალ პროექტებში ტრანზაქციების 29%-იანი ზრდა ფიქსირდება, რაც ძირითადად მედიუმ და პრემიუმ სეგმენტებში მოთხოვნის გაორმაგებითაა განპირობებული. ძველ პროექტებში კი მაჩვენებელი 22%-ით არის გაზრდილი.

ბინის ტიპების მიხედვით, სექტემბერში, თბილისში ახალაშენებულ მედიუმ სეგმენტის ბინებზე მოთხოვნა გაორმაგდა, პრემიუმ სეგმენტში კი მაჩვენებელი 167%-ით გაიზარდა. რაც შეეხება ეკონომ სეგმენტს, ტრანზაქციების რაოდენობა მხოლოდ 5%-ით გაიზარდა.

ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 16%-ით გაიზარდა ქალაქის ცენტრში, ფართო ცენტრში კი - 15%-ით. რაც შეეხება გარეუბნებს, 11%-იანი ზრდა ფიქსირდება. ძველი ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 10%-ით გაიზარდა გარეუბნებში, ქალაქის ცენტრსა და ფართო ცენტრში კი 9%-იანი ზრდა დაფიქსირდა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა