საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ევროპოლში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მეკავშირე ოფიცრის მხარდაჭერით, მონაწილეობა მიიღო ევროპოლის კოორდინაციით ჩატარებულ ოპერაციაში Shield - მედიკამენტების ფალსიფიკაციასა და დოპინგ ნივთიერებებით ვაჭრობასთან დაკავშირებით.
„ოპერაციის წარმატებით განხორციელებაში საფრანგეთის, საბერძნეთის, იტალიის, ესპანეთისა და 28 ქვეყნის სამართალდამცავ და საბაჟო ორგანოებთან ერთად საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა. ოპერაციას კოორდინირებას უწევდა ევროპის თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის ოფისი (OLAF), ხოლო ევროკავშირის ინტელექტუალური საკუთრების ოფისმა (EUIPO) უზრუნველყო მისი ფინანსური მხარდაჭერა. 2022 წლის აპრილ-ოქტომბრის პერიოდში განხორციელებული ოპერაციის წარმატებით დასრულებაში, ასევე დიდი როლი ითამაშეს ფრონტექსმა, მსოფლიო ანტიდოპინგურმა სააგენტომ (WADA), მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციამ (WCO) და მედიცინის ეროვნულმა სააგენტოებმა.
ოპერაციის შედეგად, სხვადასხვა ქვეყნის სამართალდამცავმა ორგანოებმა 10,5 მილიონზე მეტი მედიკამენტი ამოიღეს, გამოავლინეს 59 დანაშაულებრივი ჯგუფი, დააკავეს 349 პირი, დახურეს 10 საიდუმლო ლაბორატორია და ამოიღეს დიდი ოდენობით ფალსიფიცირებული ან ყალბი მედიკამენტი, დოპინგ პროდუქტი და ნივთიერება, არალეგალური საკვები და სპორტული დანამატი, ყალბი COVID ვაქცინა, სანიტარული პროდუქტი და სამედიცინო მოწყობილობა“, - ნათქვამია საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციაში.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი