მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დაასუბსიდირებს თუ არა სახელმწიფო 2020 წლის რთველს - ღვინის სააგენტოს პასუხი

5e4bf639a52d4
ვიქტორია მღებრიშვილი
22.02.20 13:30
3180
"ჩვენი ვარაუდით, რქაწითელის კომპონენტში საჭირო იქნება იმ კუთხით ჩარევა, როგორც ეს 2019 წელს გაკეთდა", - ამის შესახებ BM.GE-ის ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლამ 2020 წელს რთველის შესაძლო სუბსიდირებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განუცხადა.

სახელმწიფო კომპანია „აკურამ“ 2019 წელს გლეხებისგან ჯამურად, 60 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 80 000 ტონა რქაწითელის ჯიშის ყურძენი უკვე შეიძინა. ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის თქმით, რთველი 2020-თვის მზადება უკვე დაწყებულია.

„2019 წელს სახელმწიფოს მხრიდან ჭარბი რქაწითელის მოსავლის გამოსყიდვა მოხდა ანუ ამას არ ჰქონდა სუბსიდირების ფორმა“, - ამბობს ლევან მეხუზლა.

კითხვაზე, რა არის რქაწითელის ჭარბმოსავლიანობის მიზეზი და როგორ შეიძლება ამის გამოსწორება, სააგენტოს ხელმძღვანელი ამბობს, რომ აუცილებელია, სხვადასხვა სახის ვაზის ჯიშების გაშენება და საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირებაზე მუშაობა.

„თიბისი კაპიტალის“ მიერ ღვინის სექტორის მიმოხილვიდანაც ჩანს, რომ დიდი მოთხოვნა არის წითელ ღვინოზე, 65%-ზე მეტია წითელ ღვინოზე მოთხოვნა საექსპორტო ბაზრებზე, ხოლო რაც შეეხება ვენახებს, პირიქით არის ძირითადად რქაწითელის ჯიშის ვენახებია გაშენებული. ეს შეუსაბამობა დაღს ამჩნევს ამ ყურძნის ჯიშისგან ღვინის ჭარბ წარმოებას.

გრძელვადიან პერსპექტივაში, ამ პრობლემის გადაჭრის გზად ისევ და ისევ საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირებაა. ამასთან, არსებობს და მალე იქნება პროგრამები, რომელიც სხვა იშვიათი ჯიშების გაშენებას გულისხმობს. მოკლევადიან პერსპექტივაში სახელმწიფოს ისევ მოუწევს ისეთი ჩარევა, როგორიც იყო 2019 წელს“, - განაცხადა ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა.

მისივე შეფასებით, ყურძნის სხვადასხვა ჯიშების მოყვანისა და მათგან სხვადასხვა ჯიშების წარმოების მიმართულებით დარგი სწორად ვითარდება.

„ვიტყოდი, რომ რქაწითელი უფრო ნაკლებად საინტერესო ჯიშია, თუმცა ამ მხრივაც ჩანს, რომ მიმდინარეობს ვაზის ჯიშების დივერსიფიცირება. თეთრი ვაზის ჯიშებიდან გამომდინარე ვამბობ, რადგან გაჩნდა ისეთი ჯიშები, როგორიც არის ხიხვი, ქისი, კახური მწვანე, გორული მწვანე, კახური მცვივანი, შესაბამისად, ამ მიმართულებით დადებითი ტენდენცია გვაქვს“, - აღნიშნა ლევან მეხუზლამ.