მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დაავადებათა კონტროლის ცენტრი "ასტრაზენეკათი" ერთი დოზით აცრილებს მიმართავს

61712cb8b8d0a
ინგა მურუსიძე
21.10.21 13:03
776
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა, "ასტრაზენეკას" მეორე დოზის მიღების ბოლო ვადაა 31 ოქტომბერი.

ამასთან, იმ პირებს, ვისაც მიღებული აქვთ "ასტრაზენეკას" პირველი დოზა, 1-ელი ნოემბრიდან  შეეთავაზებათ ნებისმიერი ალტერნატიული ვაქცინა: "პფაიზერი", "სინოფარმი" ან "სინოვაკი".

შეგახსენებთ: ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ 8 ოქტომბერს განმარტა, რომ „ასტრაზენეკას“ გარკვეული დოზები აუთვისებელი დარჩება.

„ასტრაზენეკასთან“ მიმართებით, მსოფლიო მასშტაბით, არაერთი პრობლემა შეიქმნა. საქართველოში მოხდა ლეტალობის ერთი შემთხვევაც, რომელიც საკმაოდ გახმაურებული იყო და ამან ვაქცინის პოპულარობაზე იმოქმედა. დაიკლო ჩვენი მოქალაქეების ნდობამ ვაქცინის მიმართ, შესაბამისად, იკლო მასზე მოთხოვნამ.

სახელმწიფომ ეს ყველაფერი გაითვალისწინა და დამატებითი დოზები არ შეგვიძენია, თუმცა კოვაქს პლატფორმიდან მიღებული ის რაოდენობა, რომელიც უკვე შეძენილი გვქონდა, მაქსიმალურად ავითვისეთ. ამდენად, იმ ვაქცინებმა, რომელიც ჩვენს ქვეყანაში მეტად პოპულარული იყო, გამოიწვია ის, რომ "ასტრაზენეკას" გარკვეული დოზები აუთვისებელი დარჩა“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.