მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"დაახლოებით, მსოფლიოს 70% მაინც დაინფიცირდება" - ბერლინის კლინიკის ქართველი ექიმი

5e8e2b62eea82
თამთა ჯიჯავაძე
08.04.20 23:48
3094
საქართველომ ის შედეგები დადო, რაც დღეს გერმანიამ, – ამის შესახებ ბერლინის შარიტეს საუნივერსიტეტო კლინიკის პნევმოლოგიისა და ინფექციონოლოგიის განყოფილების ექიმმა, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა თამარ ჟამურაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა. მისი თქმით, ის ამაყობს იმ მდგომარეობით, რაც დღეს საქართველოშია.

„საქართველომ ის შედეგები დადო, რაც დღეს გერმანიამ დადო. საწყის ეტაპზე უკეთეს შედეგს ვერ მივაღწევდით, ამ იზოლაციის მიზანი არ არის ვირუსის ჩახშობა. უნდა დავივიწყოთ რომ ჩვენ ვირუსს ჩავახშობთ, არა, ჩვენ ველოდებით ვირუსის გავრცელებას, ეს იანვარშიც ვიცოდით რომ მსოფლიოს სადღაც 70% მაინც დაინფიცირდება. ველოდებით იმუნიტეტის განვითარებას. ეს იზოლაცია გვჭირდება ექიმებს იმისათვის, რომ ეტაპობრივად მოვიდეს დაინფიცირებული პაციენტები და ჩვენი რესურსებით გავწვდეთ და მოვახდინოთ მათი დახმარება“, – აღნიშნა თამარ ჟამურაშვილმა.

მისივე თქმით, საქართველოს გერმანიასთან შედარება ცოტა რთულია და შეცდომაა. გერმანიას სხვა რესურსი აქვს.

„ქართველ ექიმს არ აქვს ის რესურსი, რაც გერმანელ ექიმს აქვს“, – დასძინა ექიმმა.