მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დაახლოებით ვიცით, საიდან გამოვათავისუფლოთ თანხები ელ.ენერგიის სუბსიდირებისთვის - მინისტრი

5feaff6a95177
ინგა მურუსიძე
29.12.20 14:04
794
ელექტროენერგიის ტარიფის ზრდა სრულად მოსალოდნელი იყო, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა პარლამენტში განაცხადა.

ის სემეკის დღევანდელ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომლის თანახმად, "ენერგო პროსა"  და "თელასის" აბონენტებისთვის ელექტროენერგიის ტარიფი გაძვირდა.

მთავრობის გადაწყვეტილებით კი, მომავალ წელს მთავრობა როგორც მოქალაქეებს, ისე საწარმოების ნაწილს გაზრდილ ტარიფს დაუსუბსიდირებს.

„ტარიფის ზრდა მოსალოდნელი იყო, ეს სრულად სემეკის პრეროგატივაა, მაგრამ ჩვენ დაახლოებით ვიცოდით რა იქნებოდა. სამწუხაროდ, ეს არის წლების განმავლობაში დაგროვილი წნეხი და ერთბაშად მოგვაწვა, რაც საკმაოდ რთულია. ჩვენ გაქვს მონახაზი, წინასწარი გათვლები გავაკეთეთ, თუ როგორ შეიძლება შევამსუბუქოთ ტვირთი ერთი მხრივ, მოსახლეობას და მეორე მხრივ ბიზნესის იმ ნაწილს, რომელიც კვების ინდუსტრიაშია. ასევე გვინდა ავიცილოთ ინფლაციური ზეწოლა“, - განაცხადა ვანო მაჭავარიანმა.

ფინანსთა მინისტრის თქმით, მთავრობას უკვე აქვს დაახლოებითი მონახაზი, თუ საიდან უნდა გამოთავისუფლდეს თანხები სუბსიდირებისთვის და საკითხს 2021 წლის ბიუჯეტში სავარაუდოდ, დღესვე ასახავენ.