მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დაბა მესტიასა და უშგულის სოფლებში სვანური კოშკების რეაბილიტაცია მალე დაიწყება - „ქართული ოცნება“

5f819bef93a23
თელარა გელანტია
10.10.20 15:31
893
სახელისუფლებო პარტია „ქართული ოცნების“ ინფორმაციით, დაბა მესტიის ლაღამის უბნისა და უშგულის თემის სოფლებში არსებული სვანური კოშკების რეაბილიტაცია მალე დაიწყება.

პარტიის მიერ გავრცელებული რელიზის მიხედვით, ადგილზე დღეს „ქართული ოცნების“ ლიდერები იმყოფებოდნენ და კოშკების რეაბილიტაციის პროექტს გაეცნენ. მათ შორის იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, „ქართული ოცნების" გენერალური მდივანი კახა კალაძე და პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე.

„ფაქტობრივად, დასრულებულია პროექტირების სამუშაოები, რის შემდეგაც გამოცხადდება მშენებლობის ტენდერი.
პროექტი ლაღამის უბნის სრულ ურბანულ განახლებას და უშგულის თემის სამი სოფლის სვანური კოშკების რეაბილიტაციას ითვალისწინებს; ასევე, შიდა ქუჩების, განათების, საინჟინრო კომუნიკაციების, პარკინგის მოწყობას. ასევე, რეაბილიტაცია ჩაუტარდება ქართველი ალპინისტის, მიხეილ ხერგიანის სახლ-მუზეუმს.

პროექტის დასრულების შემდეგ გაჩნდება ახალი ტურისტული უბანი, რაც ახალ შესაძლებლობებს გაუჩენს ადგილობრივ მოსახლეობას. მათ ექნებათ საშუალება დაგეგმონ და განავითარონ მცირე ბიზნესი, გაჩნდება ახალი საოჯახო სასტუმროები და გააქტიურდება მრავალი ტიპის ეკონომიკური საქმიანობა“, - ნათქვამია პარტიის პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.