მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დაბალანაზღაურებადი სამედიცინო პერსონალისგან ხარისხიან მომსახურებას ვერ მიიღებ - აკაკი ზოიძე

63c28d855db98
მარიამ დემეტრაშვილი
15.01.23 10:25
670
ჯანდაცვის კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ, აკაკი ზოიძემ გადაცემაში „ანალიტიკა“ ექიმებისა და ექთნებისთვის მინიმალური ხელფასის დაწესებაზე ისაუბრა.

მისი შეფასებით, პერსონალი, რომელიც დაბალი ანაზღაურების გამო რამდენიმე ადგილზე მუშაობს და გადაღლილია, პაციენტს ხარისხიან მომსახურებას ვერ გაუწევს.

„კონკურენცია გულისხმობს, რომ ინფორმაციის იდეალური გაცვლა ხდება მომხმარებელსა და მიმწოდებელს შორის. ამის შედეგად ყალიბდება ფასების წონასწორობა. ვერავითარ სამართლიან კონკურენციასა და ინფორმაციის სიმეტრიულობაზე ვერ ვისაუბრებთ, როცა საქმე ეხება ჯანდაცვის სექტორს. როდესაც სახელმწიფო, როგორც შემსყიდველი, ჩემი სახელით იხდის თანხას, უნდა უზრუნველყოს, რომ შესაბამისი ხარისხის მომსახურება გამეწიოს. შესაბამისი ხარისხის მომსახურებას ვერ მივიღებ დაბალანაზღაურებადი, არამოტივირებული პერსონალისგან, რომელიც ოთხ ადგილას მუშაობს და ძალიან გადაღლილია. ყველა ეს ფაქტორი მოქმედებს სამედიცინო მომსახურების ხარისხზე“, - თქვა აკაკი ზოიძემ.

ცნობისთვის: 2023 წლის 1-ლი იანვრიდან, მთავრობის დადგენილების თანახმად, ექიმების მინიმალური ხელფასი 1 260 ლარით, ხოლო ექთნების - 792 ლარით განისაზღვრა.