მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„დაბალი ფასის სეგმენტში გაყიდვების კლება საშუალოდ 25%-ია“ - ლაბორატორია ჩემი სახლი

5f659ebde984a
თათია ჩაფიჩაძე
19.09.20 16:43
1458
Covid 19-მა სხვა ბიზნესებთან ერთად მნიშვნელოვანი გავლენა ავეჯის მაღაზიებზეც იქონია. ფასდაკლებების მიუხედავად მათი ნაწილი გაყიდვების შემცირებაზე და უარყოფით მოლოდინებზე საუბრობს. შექმნილი ვითარება განსაკუთრებით კრიზისული ავეჯის იმპორტიორი კომპანიებისთვის აღმოჩნდა.

ავეჯის მაღაზიების „ლაბორატორია ჩემი სახლის“, „კარეს“ და „მობლერის“ დირექტორი bmg-თან საუბრისას აცხადებს, რომ გაყიდვების კლება ყველაზე მეტად დაბალი ფასის სეგმენტში შეინიშნება.

შეთავაზებული ფასდაკლებების მიუხედავად პროდუქციის რეალიზაცია განულებულია იურიდიულ კომპანიებში, რამაც ავეჯის ბიზნესზე მნიშვნელოვანი უარყოფითი გავლენა მოახდინა.

„რამდენიმე ბრენდი გვაქვს, მათ შორის „მობლერი,“ რომელიც შედარებით იაფიანი სეგმენტია და „ლაბორატორია ჩემი სახლი“, რომელიც საშუალო და მაღალი კლასია. შემცირება უფრო შეიმჩნევა იაფიან სეგმენტში, საშუალოდ 25%-ით იმის გამო, რომ ყველაზე მეტად კრიზისმა დაბალშემოსავლიან ადამიანებს დაარტყა. მითუმეტეს, რომ ახალი პროდუქცია უკვე ფიქსირდება ახალი კურსით, კურსი მთავარი ფაქტორია ფასთწარმოქმნის დროს, შესაბამისად ფასი გაძვირდა როგორც პრემიუმში, ისე იაფიან სეგმენტში. თუმცა ძველ კოლექციაზე ფასი არ შეგვიცვლია და სამწუხაროდ ,გვიწევს მუდმივი ფასდაკლებების კეთება, რომელიც ურტყამს ამონაგებს. ამასთანავე ახალი რეგულაციების გამო ხარჯები გაგვეზარდა.

ჩვენს გაყიდვებში 40% უჭირავს იურიდიულ კომპანიებში რეალიზაციებს, სასტუმროებში, კაფეებსა და გასტრონომიულ ობიექტებში, რომელიც 4-5თვის განმავლობაში განულებულია, მაგრამ მოიმატა ფიზიკურ პირებში რეალიზაციამ. მოთხოვნა გაიზარდა ზუსტად საოჯახო ავეჯზე. ჯამში ვმუშაობთ იმაზე, რომ წაგებაზე არ გავიდეთ და თანამშრომლები შევინარჩუნოთ"- განაცხადა „ლაბორატორია ჩემი სახლის“ დირექტორმა გურამ მგელაძემ.