მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„დაბალი ღობე აღმოვჩნდით" - რესტორან „Z 10”-ის დამფუძნებელი

602d181d57c61
ვიქტორია მღებრიშვილი
17.02.21 17:48
827
ამ წუთებში ეკონომიკის სამინისტროში, მინისტრ ნათია თურნავასა და რესტორატორებს შორის შეხვედრა მიმდინარეობს. როგორც BM.GE-სთვის ცნობილი გახდა შეხვედრაზე განხილული იქნება ის რეგულაციები, რომლის დაკმაყოფილებაც რესტორნებს ოპერირებისას მოუწევთ.

როგორც რესტორან „Z 10”-ის დამფუძნებელმა ნიკა მანჯგალაძემ ნათია თურნავასთან შეხვედრამდე განაცხადა, გარე სივრცეების გახსნის მიუხედავად რეალურად რესტორნები ვერ მუშაობენ.

„რა გარე სივრცეები გაიხსნა, როდესაც მინუს 2 გრადუსია გარეთ ტემპერატურა. სახელმწიფო გვეუბნება, რომ ყველაფერი გვაქვს და რეალურად აბსოლუტურად ვერაფერს ვაკეთებთ. ყველა სასტუმრო მუშაობს თავისი რესტორნებით, თავისი პრივილეგიები აქვთ და ჩვენ რაღაც დაბალი ღობე აღმოვჩნდით. ასე არ შეიძლება. ქვეყანა უნდა გაიხსნას, უნდა გადავიხადოთ გადასახადები. არ ვართ მათხოვრები, რომ რაღაც ვითხოვოთ. ჩვენ გვინდა მუშაობა და ასე დავეხმარებით ჩვენს ბიზნესს“, - განაცხადა ნიკა მანჯგალაძემ და თანამშრომელთა ტესტირების საკითხის კომენტირებისას აღნიშნა, რომ რესტორნებში ინფიცირების არც ერთი შემთხვევა არ ფიქსირდება.