მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დაბალი პროდუქტიულობა, კვალიფიციური კადრების დეფიციტი - რა გამოწვევებია სოფლის მეურნეობაში?

625827e762029
გიორგი თოლორდავა
14.04.22 18:00
1142
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ „მინისტრის საათის“ ფორმატში პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას სოფლის მეურნეობის წინაშე მდგარი მთავარი გამოწვევების შესახებ ისაუბრა.

მინისტრის განცხადებით, სექტორის ძირითად გამოწვევებს პროდუქტიულობის დაბალი მაჩვენებელი, კვალიფიციური კადრების დეფიციტი და მექანიზაციის ნაკლებობა წარმოადგენს.

„განხორციელებული რეფორმების მიუხედავად, ისევ რჩება ისეთი გამოწვევები, რომელთა სწრაფი გადაწყვეტა სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს, მათ შორისაა: დაბალი პროდუქტიულობა, თანამედროვე ტექნოლოგიების და მექანიზაციის ნაკლებობა, წარმოების სტანდარტების გაუთვალისწინებლობა და კვალიფიციური კადრების დეფიციტი“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.

მინისტრის განმარტებით, აღნიშნული პრობლემების გადასაჭრელად სახელმწიფო გარკვეულ ნაბიჯებს დგამს, მათგან ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კი კადრების გადამზადების პროგრამები და ტრენინგებია.