11.მარტი.2016 11:52
საზოგადოება

დაბრუნებული მიგრანტების რეინტეგრაციის მხარდასაჭერად ბიუჯეტიდან 600 000 ლარი გამოიყო

დაბრუნებული მიგრანტების რეინტეგრაციის მხარდასაჭერად  ბიუჯეტიდან 600 000 ლარი გამოიყო
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო ემიგრაციიდან დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეების რეინტეგრაციის უზრუნველყოფის მიზნით, არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის საგრანტო კონკურსს აცხადებს.
 
2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში დაბრუნებული მიგრანტების რეინტეგრაციის მხარდასაჭერად 600 000 ლარი გამოიყო, რომელსაც სამინისტრო 6 საგრანტო მიმართულებით გასცემს:

• სამედიცინო დახმარება და მედიკამენტებით უზრუნველყოფა
• სოციალური პროექტების დაფინანსება
• სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადება და კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამაში ჩართვის ხელშეწყობა
• დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფა
• იურიდიული დახმარების გაწევა
• სახელმწიფო სარეინტეგრაციო პროგრამის შესახებ საზოგადოების ინფორმირების მიზნით, სხვადასხვა ღონისძიების განხორციელება

საგრანტო კონკურსი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2015 წლის 18 თებერვლის ბრძანებით დამტკიცებული - სამინისტროს სისტემაში გრანტის გაცემის წესის შესაბამისად ცხადდება. საგრანტო კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოში რეგისტრირებულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს ან მის ფილიალს.

არასამთავრობო ორგანიზაციების განაცხადებს სამინისტროში საგრანტო პროგრამის ადმინისტრირებისთვის შექმნილი საგრანტო კომისია განიხილავს, რომლის შემადგენლობაშიც როგორც სამინისტროს, ასევე საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც შედიან. კომისია თითოეულ საგრანტო მიმართულებაზე გამარჯვებულს შეჯიბრებითობის, გამჭვირვალობისა და დამოუკიდებლობის პრინციპების დაცვით გამოავლენს.

საგრანტო კონკურსი დაიწყო 7 მარტს და 21 მარტს 18:00 საათზე დასრულდება.

20.აპრილი.2019 14:44
45

გუდაური-კობის მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

ვრცლად
20.აპრილი.2019 10:57
129

პროკურატურამ გამარტივებულ შესყიდვაში თანხის მითვისებისთვის 6 პირი დააკავა

ვრცლად
19.აპრილი.2019 22:45
226

ლაშა ჟვანია პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობას ტოვებს

ვრცლად
19.აპრილი.2019 20:00
209

"ნატახტარი": ბოლო წლებში ლუდის ბაზარი აღარ იზრდება

ვრცლად
19.აპრილი.2019 19:25
283

ანზორ მელია აკაკი ზოიძეს მიმართავს: ვთხოვ, მარტო პარლამენტში არ იჯდეს

ვრცლად
19.აპრილი.2019 16:51
302

მშენებლობაზე ორი მუშის გარდაცვალების ფაქტზე "ხიმიჯ სერვის 2"-ის დირექტორი დააკავეს

ვრცლად