31.იანვარი .2020 00:18

დაცარიელებული ქუჩები, რესტორნები და ტრანსპორტი: ფოტოები ჩინეთიდან

views 2551
უკან

ჩინეთში კორონავირუსმა 170 ადამიანი იმსხვერპლა. ქვეყნის მასშტაბით დაინფიცირების 8000 შემთხვევაა გამოვლენილი. ქალაქების უმრავლესობას მკაცრი შეზღუდვები აქვს დაწესებული სატრანსპროტო მოძრაობასთან დაკავშირებით. კარანტინი ადგილობრივების დიდმა ნაწილმა საკუთარ თავს გამოუცხადა.

მოსახლეობა მთავრობის რჩევას ითვალისწინებს და თავშეყრის ადგილებს თავს არიდებს. CNN-ი გვთავაზობს ფოტორეპორტაჟს ქალაქ უხანიდან, პეკინიდან და შანხაიდან, სადაც ჩანს თუ როგორ დაცარიელებულია ქუჩები, რესტორნები და სხვა დაწესებულებები.