მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დაცულ ტერიტორიებს 4 160 000 ლარის გრანტი გადაეცა - რაში დაიხარჯება თანხა?

5ef36e98f1514
BM.GE
24.06.20 19:35
993
საქართველოს დაცულ ტერიტორიებს 4 160 000 ლარის ოდენობის გრანტი გადაეცა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. 

"ახალი კორონავირუსის პანდემიის პირობებში, კავკასიის ბუნების ფონდის (CNF) მიერ გაწეული ფინანსური მხარდაჭერა მოხმარდება:

• დაცული ტერიტორიების დაცვის უზრუნველყოფას;

• ტურისტების ჩამოსვლის უზრუნველყოფას;

• ტურისტებისთვის ინფრასტრუქტურის მოწყობისა და ძირითად სერვისებზე წვდომის უზრუნველყოფას;

• რეინჯერების ხელფასებითა და აღჭურვილობით უზრუნველყოფას", - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.