მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დაცული ტერიტორიები ვიზიტორებისთვის 10 დღით დაიკეტა - განცხადება

5e6b8ffa0328e
ვიქტორია მღებრიშვილი
13.03.20 18:08
838
დაცული ტერიტორიების სააგენტო კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ვიზიტორთა ცენტრებს 10 დღით ხურავს, - ამის შესახებ სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, რომელსაც BM.GE უცვლელად გთავაზობთ.

„ყურადღება!

გაცნობებთ რომ ახალი ტიპის კორონავირუსის „COVID-19“-ის გავრცელების პრევენციის მიზნით საქართველოს დაცული ტერიტორიების ვიზიტორთა ცენტრები 14 მარტიდან 10 დღით დაიკეტება. 

შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით სიახლეების შესახებ გეცნობებათ დაცული ტერიტორიების საგენტოს ვებ-გვერდისა და ოფიციალურ Facebook გვერდების საშუალებით.

დაცული ტერიტორიების სააგენტო გისურვებთ ჯანმრთელობას!“ - ნათქვამია განცხადებაში.