მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დადებითობის დღიური მაჩვენებელი 4.65%-ია - კოვიდ-ვითარება

614eca2cd71af
თამთა ჯიჯავაძე
25.09.21 11:03
505
24 სექტემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 4.65%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 6.62% ხოლო 7 დღის მანძილზე - 6.17%.

საქართველოში ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 597 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 605 360-ს.

ამასთან, ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 189 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 573 542.

რაც შეეხება გარდაცვალების მაჩვენებელს, ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 38 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 8 787 პირი ემსხვერპლა.