მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.79% - Stopcov.ge

6246a598c5f65
ვიქტორია მღებრიშვილი
01.04.22 11:09
649
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 22 788 კვლევა ტესტით, მათ შორის 20 485 კვლევა ანტიგენის და 2 303 PCR ტესტით.

შედეგად, ვირუსით ინფიცირების 407 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 1 648 653 შეადგენს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 31 მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი 1.79%-ია, ბოლო 14 დღის მანძილზე - 3.2%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 2.57%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 303 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 1 626 296 გაიზარდა.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 3 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 748 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 407 ახალი შემთხვევიდან:

თბილისში გამოვლენილია 194 შემთხვევა, აჭარაში - 15, იმერეთში - 49, ქვემო ქართლში - 19, შიდა ქართლში - 13, გურიაში - 32, სამეგრელო - ზემო სვანეთში - 32, კახეთში - 28, მცხეთა -მთიანეთში -9, სამცხე-ჯავახეთში -7, რაჭა-ლეჩხუმ და ქვემო სვანეთში - 9.

ამ ეტაპზე ქვეყანაში ინფიცირების მიმდინარე 5 583 აქტიური შემთხვევაა საიდანაც, 524 ადამიანი საავადმყოფოშია, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 277, აჭარაში - 36, იმერეთში - 100.

ამ ეტაპზე რეანიმაციულ განყოფილებაში 124 პირი მკურნალობს, მათ შორის, თბილისში - 75, აჭარაში - 17, იმერეთში - 16.
5 059 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს საცხოვრებელ ბინაზე გადის.