მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 19.13% - stopcov.ge

621f148436bcb
ინგა მურუსიძე
02.03.22 10:53
574
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 20 075 კვლევა ტესტით, მათ შორის 14 438 კვლევა ანტიგენის ტესტით და 5 637 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 3 840 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 616 159-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 1-ელი მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 19.13%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 24.39% ხოლო 7 დღის მანძილზე - 19.67%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 4 692 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 517 856-მდე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 32 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 231 პირი ემსხვერპლა.

"დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 840 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 743 შემთხვევა, აჭარა - 167, იმერეთი - 446, ქვემო ქართლი -192, შიდა ქართლი - 256, გურია - 153, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 296, კახეთი - 390, მცხეთა-მთიანეთი - 94, სამცხე-ჯავახეთი - 63, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 40.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 82 046 საიდანაც, 3 424 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1390, აჭარაში - 366, იმერეთში - 635. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 772 პირი, მათ შორის, თბილისში - 337, აჭარაში - 105, იმერეთში - 141. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 247 პირი, მათგან თბილისში - 143, აჭარაში - 28, იმერეთში - 18. 78 622 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე", - ნათქვამია ინფორმაციაში, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციამ გაავრცელა.