მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დადებითობის დღიური მაჩვენებელია 5.93% - stopcov.ge

607d29304e3e2
ინგა მურუსიძე
19.04.21 10:54
4561
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 9 750 კვლევა ტესტით, მათ შორის 5 650 კვლევა ანტიგენის ტესტით და 4 100 PCR ტესტით.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 18 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 5.93 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 3.06%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 3.58%.

"დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 578 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 321 შემთხვევა, აჭარა - 57, იმერეთი - 35, ქვემო ქართლი - 20, შიდა ქართლი - 7, გურია - 16, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 80, კახეთი - 23, მცხეთა-მთიანეთი - 10, სამცხე-ჯავახეთი - 9, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 0.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 10 387, საიდანაც: 3 174 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 720, აჭარაში - 413, იმერეთში - 377. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 563 პირი, მათ შორის, თბილისში - 292, აჭარაში - 75, იმერეთში -76. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 89 პირი, მათგან თბილისში - 66, აჭარაში - 8, იმერეთში - 8. 437 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ სასტუმროებში, მათ შორის 218 - თბილისში, 200 - აჭარაში. 6 776 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 277 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 243, ხოლო აჭარაში - 7.

სულ 6 ოქტომბრიდან - 18 აპრილის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია  24 456 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 16 260 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 8 577 პირი, აჭარაში - 2 098, იმერეთში - 1 189", - ნათქვამია ინფორმაციაში, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციამ გაავრცელა.