მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დადგა პოლიტიკური დიალოგის დრო... საჭიროა, თქვენი ლიდერული პოზიცია - შარლ მიშელი ღარიბაშვილს

603cf9046a787
ინგა მურუსიძე
01.03.21 18:27
578
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოს პრემიერ-მინისტრს და ოპოზიციურ პარტიებს დიალოგისკენ მოუწოდებს. ირაკლი ღარიბაშვილთან გამართული შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე მან ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ კრიზისზე ისაუბრა და თქვა, რომ დიალოგს და კომპრომისს ალტერნატივა არ აქვს.

„მე ძალიან მაწუხებს ის პოლიტიკური კრიზისი, რომელიც საქართველოშია. საქართველოში უნდა დასრულდეს პოლარიზაცია და ნებისმიერი ქვეყნის მთავრობამ უნდა გამოიჩინოს ლიდერული თვისებები, გამოწვევებს გაუსწოროს თვალი და საქართველოს ინტერესებით ისარგებლოს.

ყველა მხარეს მოვუწოდებ, რომ მოხდეს დეესკალაცია, გაერთიანდეს ძალები, შედგეს პოლიტიკური დიალოგი. მოგიწოდებთ, შეხვდეთ, დღეს საღამოს.

დადგა დრო, რომ ფასილიტაციიდან გადავიდეთ დიალოგზე. დადგა პოლიტიკური დიალოგის დრო. ეს პროცესი მოაგვარებს რამდენიმე საკითხს - სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობას, საქრთველოს მოქალაქეებს უნდა შეეძლოთ სასამართლოსადმი ნდობის გამოხატვა და ჰქონდეთ ამის შეგრძნება. კონკრეტული საქმეები უნდა მოგვარდეს. მოგიწოდებთ, რომ მეტი ძალისხმევით და ამბიციებით განახორციელოთ რეფორმები. ამას დასჭირდება თქვენი ლიდერული პოზიცია და ყველა მხარის ჩართულობა.

საჭიროა, კომპრომისებზე წასვლა - ეს არის ის გზა და ის დემოკრატიული ფორმატი, რომელიც მოგვიტანს კეთილდღეობას, დემოკრატიას და ევროკავშირ-საქართველოს შორის კიდევ უფრო მყარი თანამშრომლობა შედგება“, - განაცხადა შარლ მიშელმა.

კრიზისის დაძლევის შესახებ მან საქართველოს პრეზიდენტთან სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგაც ისაუბრა.