მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დადუ თადუმაძე ბიოკოსმეტიკის წარმოებას აანონსებს - დიზაინერი იდეებსა და გეგმებზე

5eb59950d72aa
ნუცა ბაზლიძე
08.05.20 21:20
2609
„კოლხი მედეას ლაბორატორია“ - ასეთი სახელი აქვს შერჩეული დიზაინერ დადუ თადუმაძეს პროექტისთვის, რომელიც ბიოკოსმეტიკის მიმართულებას მოიაზრებს. ამის შესახებ დიზაინერმა გადაცემა #ქალებისნარატივის ეთერში ისაუბრა.

მისივე განმარტებით, დიზაინერი სამეგრელოს ტერიტორიაზე ბიოკოსმეტიკის წარმოებას აპირებს. რაც შეეხება პროდუქციას, ბიოკოსმეტიკის აღნიშნული ხაზი საწყის ეტაპზე მოიაზრებს ხელნაკეთ საპნებს, პარფიუმერულ სანთლებს და მშრალ სუნამოებს. მისივე განმარტებით, მშრალი სუნამოები თავის მხრივ, ქართულ ბაზარზე ინოვაციური პროდუქტია.

„კეთდება პარფიუმერული კომპოზიცია, ინდივიდუალურად მორგებული. მთავარი აქცენტი გულისხმობს იმასაც, თუ რა ემოციური განწყობა მოაქვს სურნელს“, - დასძენს დადუ თადუმაძე.

ამასთან, დადუ თადუმაძე აღნიშნავს, რომ გეგმავს დაინტერესებული ადამიანებისთვის მასტერკლასების ჩატარებასაც, ასევე ბიომეურნეობის თვალსაზრისით, სამეგრელოს ტერიტორიაზე ტურისტული ლოკაციის დაფიქსირებას.

დადუ თადუმაძე აღნიშნავს, რომ სამომავლოდ, პროდუქციის ექსპორტზე გატანაც მოიაზრება. ამასთან, მისივე განმარტებით, ფასის თვალსაზრისით, ბიოკოსმეტიკის 2 მიმართულება შეიქმნება, საიდანაც ერთი მათგანი ექსკლუზიურ პროდუქციას ითვალისწინებს, რომლის დამზადებასაც დიდი დრო სჭირდება.
ამასთან, თემაზე საუბრისას, დადუ თადუმაძემ აღნიშნა ფესტივალის იდეა, რომელიც კორონავირუსის ფონმა შეაფერხა, თუმცა სამომავლო გეგმებში მაინც მოიაზრება.

„ვაპირებდით, რომ გაგვეკეთებინა ფესტივალი, დაახლოებით 35 კომპანია აღმოვაჩინეთ, რომლებიც აწარმოებენ ბიოკოსმეტიკას. ამასთან, არიან კომპანიები, რომლებიც აწარმოებენ ბიოპროდუქციას ინგრედიენტების სახით“, - აღნიშნავს დადუ თადუმაძე.

მისივე განმარტებით, ფესტივალი მასტერკლასების მიმართულებასაც ითვალისწინებს, რაც თავის მხრივ, ბიზნესის სტიმულირების ასპექტებს მოიცავს.