მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„დაფინანსების კუთხით ყველაზე ცხელი პერიოდი რთველამდეა“ - თიბისი

61470fef642d8
ვიქტორია მღებრიშვილი
19.09.21 15:00
1379
"თიბისის" კორპორატიული და საინვესტიციო საბანკო ბიზნესის დირექტორის მოადგილის გიორგი დარჩიაშვილის განცხადებით, ბანკისთვის „დაფინანსების კუთხით ყველაზე ცხელი პერიოდი რთველამდეა“. ამის შესახებ მან „Forbes კვირასთან“ ინტერვიუში ბანკის მიერ მეღვინეობის დარგის დაფინანსებაზე საუბრისას განაცხადა.

მისი განმარტებით, ღვინის კომპანიების დაფინანსების პროცესი მუდმივია.

„როგორც წესი ყურძნის მიღების ეტაპამდე რომ მივალთ, მაგ დროისთვის დაფინანსების მთელი სამუშაო დასრულებულია. ეს იწყება ივლისის ბოლოს, რათა ფულადი სახსრების მობილიზება სწრაფად უზრუნველვყოთ, თუმცა წლის განმავლობაში მრავალი სხვა მიმართულება გვაქვს, მაგალითად, ეს შეიძლება ახალი დანადგარების შემოტანა იყოს, რომელიც ხარისხიანი პროდუქციის წარმოებას უზრუნველყოფს. ეს პროცესი მუდმივია, რა თქმა უნდა, რთველის პერიოდში მეტი კონცენტრაციით.

ჩვენ მრავალ კომპანიასთან ვთანამშრომლობთ და მრავალი რთველი დაგვიფინანსებია, რაც იმის საშუალებას გვაძლევს, რომ წინასწარ კარგად დავიგეგმოთ, რათა ფინანსური სახსრების მაქსიმალურად ეფექტიანი მიწოდება უზრუნველვყოთ“, - განმარტა გიორგი დარჩიაშვილმა.