მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დაფიქსირდა ინფიცირების 1 365 და გარდაცვალების 32 ახალი შემთხვევა - 4 მარტი

6221b40240994
ინგა მურუსიძე
04.03.22 10:50
715
სპეციალურ გვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 1 365 და გამოჯანმრთელების 9 790 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

გარდა ამისა, ვირუსმა ქვეყანაში კიდევ 32 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

მარტის სრული კოვიდ-სტატისტიკა ასეთია:

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა - 1 620 639 , ბოლო 24 საათში - 1 365
მათ შორის გამოჯანმრთელებული - 1 539 413 , ბოლო 24 საათში - 9 790
მათ შორის გარდაცვლილი - 16 306 , ბოლო 24 საათში - 32
ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით - 9 671, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით - 6 495, PCR ტესტით - 3 176
დადებითობის მაჩვენებელი: დღიური - 14,11%, ბოლო 14 დღის - 22,6%, ბოლო 7 დღის - 18,07%
სულ აცრილია - 2 823 646, დღიურად აცრილია - 188
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 2 913.