მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დაფიქსირდა თუ არა საქართველოში ტვინდემია?

619e2a2234184
ინგა მურუსიძე
24.11.21 16:32
4197
ტვინდემია ჯერ არ დაფიქსირებულა, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ დღეს საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

როგორც ის განმარტავს, ტვინდემია იქნება მაშინ, როცა გრიპის და კოვიდ-ვირუსების ზედდება მოხდება.

„ტვინდემია არის, როცა ორი ინფექცია ცირკულირებს ერთდროულად. ჯერჯერობით გრიპის ვირუსი არ გამოჩენილა. გრიპის მსგავსი ვირუსები ცირკულირებენ ქვეყანაში, თუმცა ტვინდემია ჯერ არ დაფიქსირებულა“, - განმარტა გამყრელიძემ.