მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დაგეგმილი გაფიცვის გამო, Lufthansa-ს ავიარეისების გადადებაა მოსალოდნელი

5da4b595e1701
BM.GE
15.10.19 00:10
872
გერმანიაში თვითმფრინავის ეკიპაჟის წევრები კვირას გაფიცვას გეგმავენ, რის გამოც ავიაკომპანია Lufthansa-ს რეისების გადადებაა მოსალოდნელი.

„დოიჩე ველეს“ ცნობით, გაფიცვა ხუთ საათს გაგრძელდება, რაც ფრანკფურტისა და მიუნხენის აეროპორტებს დააზარალებს.

გაფიცვის მიზეზი ანაზღაურების შესახებ ავიაკომპანიის თანამშრომლებსა და ხელმძღვანელობას შორის არსებული დავაა. პროფესიული გაერთიანება ხელფასის 1,8%-ით ზრდას ითხოვს, რის გამოც ისინი აცხადებენ, რომ გაფიცვები შესაძლოა კიდევ დაიგეგმოს.

Lufthansa-ში დაგეგმილ გაფიცვას „კანონსაწინააღმდეგოს“ უწოდებენ.