მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დაგეგმილია რიონის ხეობის განვითარების 5-მილიონიანი ფონდის შექმნა - თურნავა

604b958c4220a
BM.GE
12.03.21 20:23
1011
ადგილობრივი მოსახლეობის ცხოვრების პირობების გაუმჯობესებისა და მათი საჭიროებების დაფინანსებისთვის, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, დაგეგმილია რიონის ხეობის განვითარების ფონდის შექმნა ინვესტორი კომპანიისა და სახელმწიფოს კუთვნილი ენერგეტიკის განვითარების ფონდის თანამონაწილეობით - ამ ინიციატივის შესახებ დღეს ეკონომიკის მინისტრმა განაცხადა.

ნათია თურნავას ინფორმაციით, ფონდის ბიუჯეტი იქნება 5 მილიონი ლარი და მნიშვნელოვანია, რომ ეს თანხა, „ნამახვანი ჰესის“ მშენებლობის პერიოდში, მოხმარდება როგორც ჰესის მშენებლობის არეალში მდებარე სოფლებს, ასევე წყალტუბოს და ცაგერის მუნიციპალიტეტებში რიონის ხეობაში არსებული სოფლების მოსახლეობას.

მინისტრის განმარტებით, რიონის ხეობის განვითარების ფონდის მართვაში ადგილობრივი მოსახლეობის წარმომადგენლები და სათემო ორგანიზაციები ჩაერთვებიან.

4 პუნქტიანი შეთანხმება, რომელსაც მთავრობამ "ENKA"-სთან მიაღწია