14.ოქტომბერი .2021 00:00

დაგროვებითი პენსია საქართველოში უკვე 373-მა ადამიანმა აიღო

დაგროვებითი პენსია საქართველოში უკვე 373-მა ადამიანმა აიღო
views 2529
უკან

დაგროვებითი პენსია უკვე 373-მა ადამიანმა აიღო - საპენსიო სააგენტოს სტატისტიკის თანახმად, დაგროვებითი საპენსიო სისტემის ამოქმედების შემდგომ სისტემის სულ 373 მონაწილე გავიდა პენსიაზე და მათ შესაბამისი დაზოგოლი პენსია ჩაერიცხათ.

მთლიანობაში საპენსიო სისტემაში სულ 1,166,737 მოქალაქე მონაწილეობს და მათ მიერ მიღებული ყოველთვიური ხელფასის 6% საპენსიო სააგენტოში ირიცხება. არსებული მდგომარეობით, საპენსიო ფონდის აქტივები 1.77 მილიარდ ლარს აჭარბებს.

დაგროვებითი პენსია მოქალაქეს საპენსიო ასაკის მიღწევის დროს ენიშნება და ამ გზით სულ 373-მა ადამიანმა მიიღო დაზოგილი პენსია. ამასთანავე, ვადაზე ადრე პენსიის გატარა შშმ სტატუსის მიღებასთანაც არის დაკავშირებული, რა გზითაც დაგროვილი პენსია 363-მა ადამიანმა მიიღო. ქვეყნის დატოვების საბაბით დაგროვებითი პენსია 1 ადამიანს გადაეცა, ხოლო გარდაცვალების გამო, სისტემაში მონაწილის დაგროვილი პენსია 140 ყოფილი მონაწილის მემკვიდრეებმა მიიღეს.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა