მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დაგროვებითი პენსიით 2 387 პირზე გაცემული თანხა ₾5.5 მლნ-მდეა

6319f9b624bbf
BM.GE
08.09.22 18:57
623
2022 წლის 7 სექტემბრის მდგომარეობით, მთლიანი საპენსიო აქტივების ღირებულება 2.62 მილიარდი ლარია. წმინდა ამონაგები, კი 374 მილიონ ლარს შეადგენს. ინფორმაციას ამის შესახებ საპენსიო სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, საპენსიო სქემაში გაწევრიანებულ მონაწილეთა რაოდენობა 1 მილიონ 313 ათასი ადამიანია.

„დღეისათვის, დაგროვებითი პენსიით სხვადასხვა კატეგორიის 2,387 პირმა ისარგებლა. მათზე გაცემული თანხა კი 5 458 570 ლარს შეადგენს“, - ნათქვამია საპენსიო სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.