მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დაგროვებითი პენსიით 3 ათასამდე ადამიანმა ისარგებლა

6391d8217085f
BM.GE
08.12.22 16:52
5802
საქართველოს საპენსიო სააგენტოს მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, დაგროვებითი პენსიით ამ დრომდე 2,838-მა ადამიანმა ისარგებლა. მათ მთლიანობაში 7.1 მილიონი ლარის პენსიები დაერიცხათ.

რაც შეეხება მთლიანად საპენსიო ფონდის ზომას, ის ამჟამად 2.87 მილიარდ ლარს აღწევს.

“2022 წლის 7 დეკემბრის მდგომარეობით მთლიანი საპენსიო აქტივების ღირებულება 2.87 მილიარდი ლარია. წმინდა ამონაგები, კი 421 მილიონ ლარს შეადგენს. საპენსიო სქემაში გაწევრიანებულ მონაწილეთა რაოდენობა 1 მილიონ 349 ათასი ადამიანია. დღეისათვის, დაგროვებითი პენსიით ისარგებლა სხვადასხვა კატეგორიის 2,838 პირმა მათზე გაცემული თანხა, კი 7,103,780 ლარს შეადგენს,”- ნათქვამია საპენსიო სააგენტოს მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

სახელმწიფო საპენსიო ფონდის აქტივების 81% ლარში, 19% კი უცხოურ ვალუტაშია განთავსებული. უფრო დეტალურად, პორტფელის განაწილება ასეთია:

საპენსიო აქტივები განაწილებულია სხვადასხვა ქართულ კომერციულ ბანკში, საქართველოს და უცხოურ სახაზინო ფასიან ქაღალდებსა და საერთაშორისო აქციებში. კონკრეტულად: 65.4% განთავსებულია სადეპოზიტო სერტიფიკატებსა და ვადიან დეპოზიტებში, 3.5% სარგებლიან ანგარიშებში, 8.0% საერთაშორისო აქციებში, 13.5% ქართულ სახელმწიფო სახაზინო ფასიან ქაღალდებში, 8.7% აშშ-ის სახაზინო ვალდებულებებში და 0.9% ევროობლიგაციებში.