მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დაგროვებითი პენსიით ისარგებლა 423-მა ადამიანმა – ბოლო მონაცემები

5f3e7542e6aca
თამთა ჯიჯავაძე
20.08.20 17:04
1396
20 აგვისტოს მდგომარეობით, დაგროვებითი პენსიით ისარგებლა 423-მა ადამიანმა, მათ შორის: საპენსიო ასაკის შესრულების საფუძვლით - 201 მონაწილე, საზღვარგარეთ მუდმივსაცხოვრებლად გადასვლის გამო - 1, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე სტატუსის საფუძვლით - 177, ხოლო მემკვიდრის უფლებით ისარგებლა - 44 პირმა.

ამის შესახებ ინფორმაციას საპენსიო სააგენტო ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, საპენსიო სქემაში ჩართულთა რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება და თვის მანძილზე საშუალოდ 9000-ზე მეტია. საპენსიო დანაზოგებს უკვე დაერიცხა 74 მილიონ ლარამდე სარგებელი.