მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დაგროვებითი საპენსიო სქემა ვინმეს ჯიბეში ხელის ჩაყოფა კი არა, ადამიანებზე ზრუნვაა - აკაკი ზოიძე

5daa15acdae31
BM.GE
18.10.19 23:32
709
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საპენსიო რეფორმის მნიშვნელობაზე  ისაუბრა. აკაკი ზოიძის თქმით, დაგროვებითი საპენსიო სისტემა ადამიანების ჯიბეში ხელის ჩაყოფა კი არ არის, არამედ ადამიანებზე ზრუნვაა იმისათვის, რომ მათ არ მოუწიოთ იმ მდგომარეობაში ყოფნა, რა მდგომარეობაშიც დღევანდელი პენსიონერების დიდი ნაწილი იმყოფება, რომელთაც პრაქტიკულად არსებობისთვის ბრძოლა უწევთ.

ამასთან, როგორც აკაკი ზოიძემ აღნიშნა, ის თავადაც შევიდა საპენსიო ანგარიშზე და დანაზოგი შეამოწმა.

"სახელმწიფოს როლი სწორად იმაშია, დაეხმაროს მათ, ვისაც ნაკლები შემოსავალი აქვთ, რომ მომავალში ჰქონდეთ ისეთივე შემოსავალი, როგორიც აქვს მდიდარ ადამიანს. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ აუცილებელია საზოგადოებასთან კომუნიკაციის გააქტიურობა და მეტი ადამიანის მოზიდვა საპენსიო სისტემაში ჩასართავად", - განაცხადა აკაკი ზოიძემ.