მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Daily Telegraph-ის მფლობელი, მილიარდერი დევიდ ბერკლი გარდაიცვალა

5ffe981513dad
თათია კაკიაშვილი
13.01.21 10:55
756

გაზეთ Daily Telegraph-ის თანამფლობელი, მილიარდერი დევიდ ბერკლი 86 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას BBC ავრცელებს. 

დევიდ ბერკლიმ ტყუპისცალ ძმასთან, ფრედერიკთან ერთად, შექმნა ბიზნესის იმპერია, რომელიც მოიცავს სასტუმროებს, საცალო ვაჭრობას და მედიას. 2020 წლის Sunday Times Rich List-ის მიხედვით, ძმების ქონება 7 მილიარდი გირვანქა სტერლინგია. მილიარდერი ძმები იმითაც გახდნენ ცნობილები, რომ ისინი მედიასთან არ მეგობრობდნენ და ინტერვიუებსაც იშვიათად იძლეოდნენ. 

ბერკლების მფლობელობაში, ასევე, შედის საცალო ვაჭრობის არაერთი ქსელი, მოდის მაღაზიები და ე.წ. "დელივერი" კომპანია Yodel-ი. აღსანიშნავია, რომ ძმები აქტიურად ეწეოდნენ ქველმოქმედებასაც. მთლიანობაში, ბერკლების ფონდმა  საქველმოქმედო და სამედიცინო კვლევებისთვის, დაახლოებით, 40 მილიონი ფუნტი გაიღო.