20.დეკემბერი .2019 19:52

დაინერგება "ბიზნეს სახლი", რომელიც თითოეული ადამიანის სახლთან მივა - თურნავა ახალ პროექტზე

views 516
უკან

პროგრამის "აწარმოე საქართველოში" ფარგლებში ერთიანი ბიზნეს-სახლი დაინერგება, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ "მინისტრის საათის" ფარგლებში, პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

თურნავას თქმით, კონცეფციაზე მუშაობა უკვე მიმდინარეობს და უახლოეს მომავალში დაინერგება.

"უახლოეს პერიოდში ახლებურ ხედვას შემოგთავაზებთ ერთი ფანჯრის პრინციპის დანერგვის კუთხით. ჩვენ გვინდა, რომ "აწარმოე საქართველოში" პროგრამის ბენეფიციარებს არ უხდებოდეთ ჩამოსვლა მაინც და მაინც თბილისში, ჩვენს სათავო ოფისში და შეეძლოთ ყველა სახის ინფორმაციის მიღება მათი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, დამუშავდა ერთიანი ე.წ. ფრონტოფისის კონცეფცია, რომელიც მომზადდა საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით.

ჩვენ ვმუშაობთ მის საბოლოო დახვეწაზე და ვფიქრობთ, მთავრობის მხარდაჭერის შემდეგ ავამოქმედებთ მას გაზაფხულიდან. ეს იქნება ჭეშმარიტი ბიზნეს სახლის პროექტი, რომელიც არ საჭიროებს ძვირადღირებული შენობების აშენებას დედაქალაქში, არამედ ეს იქნება "ბიზნეს სახლი", რომელიც თითოეული ადამიანის სახლთან მივა და ჩვენს პროგრამებთან წვდომას ყველა მსურველს გაუმარტივებს", - განაცხადა ნათია თურნავამ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა