05.აპრილი .2020 21:31

დაინიშნა ჩარტერული ავიარეისი რომი-თბილისი - სამშობლოში დაბრუნების მსურველთა საყურადღებოდ

views 972
უკან

იტალიაში საქართველოს საელჩო იტალიაში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და 21 აპრილს დანიშნული ავიარეისის შესახებ ინფორმაციას აწვდის.

„როგორც იცით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 21 აპრილს დანიშნულია ჩარტერული რეისი რომი-თბილისი, რომელსაც განახორციელებს ავიაკომპანია “საქართველოს ავიახაზები“. ბილეთები 2 დღით ადრე გაიყიდება ავიაკომპანიის ვებ-გვერდზე https://www.georgian-airways.com  .

გაცნობებთ, რომ მიუხედავად იმისა, გაგრძელდება თუ არა 13 აპრილის შემდეგ იტალიაში გამოცხადებული შეზღუდვის წესები:

მოქალაქეს, რომელსაც ექნება იტალიის ტერიტორიაზე გადაადგილებისათვის აუცილებელი ავტოსერთიფიკატი (სადაც მიუთითებს, რომ მოემგზავრება რომში სამშობლოში დასაბრუნებლად) და საქართველოში დასაბრუნებელი ავიაბილეთი, შეეძლება თავისუფლად ჩამოვიდეს რომში იტალიის ნებისმიერი რეგიონიდან“, - ნათქვამია გამოქვეყნებულ პოსტში.

გახარიას დავალებით, მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად 3 დამატებითი რეისი დაინიშნა