მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დაინტერესდება თუ არა ბიზნესი თბილისის ზღვის მაღლობზე ახალი უბნის შექმნით

6155eda0d8c87
თათია ჩაფიჩაძე
30.09.21 23:20
1053
გასული კვირის ბოლოს თბილისის მერმა კახა კალაძემ თბილისის ზღვის მაღლობებზე ახალი უბნის შექმნა დააანონსა. საუბარია 5 მლნ მ.კვ. ტერიტორიაზე, რომელიც თბილისის ზღვის აღმოსავლეთ ფერდობზე მდებარეობს და ინდივიდუალური განაშენიანებისთვისაა განკუთვნილი.

კომპანია „არქის“ დამფუძნებელი ილია წულაია აცხადებს, რომ პანდემიის ფონზე ინდივიდუალურ სახლებზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად გაიზარდა, შესაბამისად კომპანიისთვის მსგავსი პროექტები მომდევნო პერიოდში აქტუალობას შეიძენს.

„პანდემიამ აჩვენა რომ ქალაქგარეთ და ქალაქთან ახლოს დასახლებების გაშენება ძალიან პოპულარულია, ჩვენ ამ მიმართულებით 2 პროექტზე ვმუშაობთ, ერთი ქოშიგორას ტერიტორიაზეა, დიდი ხანია ეს გვაქვს და ვფიქრობთ ამ პროექტს მივუბრუნდეთ, ასევე სხვა პროექტზეც ვფიქრობთ ქალაქგარეთ. მერიის პროექტის დეტალებს ამ ეტაპზე არ ვიცნობ, თუმცა მიმაჩნია, რომ ტენდენცია იქით წავა, რომ ქალაქის გარეთ გავა დეველოპმენტი და შესაბამისად „არქიც“ მსგავსი მიმართულებით დაინტერესებული იქნება.“ - განაცხადა „საქმიანი დილის“ ეთერში ილია წულაიამ.

მერიის ინფორმაციით, თბილისის ზღვის ფერდობზე საცხოვრებელი ნაკვეთების რაოდენობა იქნება - 2 353; რეკრეაციული ტერიტორიის ფართობი - 582 357 კვ.მ; სკოლისთვის და ბაღისთვის გამოყოფილი ტერიტორია - 189 969 კვ.მ; გამწვანებული ტერიტორიის ფართობი - 2 422 135 კვ.მ, ხოლო ველობილიკების ჯამური სიგრძე - 4 4036მ.