მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„დაინტერესებული ვართ, საქართველო-სომხეთის მეგობრული თანამშრომლობა რეალურ საქმედ კონვერტირდეს“

61c065e54b14b
ვიქტორია მღებრიშვილი
20.12.21 15:55
508
„დაინტერესებული ვართ ჩვენს შორის არსებული ძალიან მჭიდრო, მეგობრული თანამშრომლობა რეალურ საქმედ კონვერტირდეს“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოსა და სომხეთის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ნიკოლ პაშინიანის პირადი ჩართულობით განახლდა საქართველოსა და სომხეთის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისია, რომელიც წლების განმავლობაში არ იმართებოდა.

„ჩემთვის დიდი პატივია გიმასპინძლოთ საქართველოში. მივესალმები ჩემს მეგობარს, პრემიერ-მინისტრ ნიკოლ პაშინიანს თბილისში. ამ წელს ეს თქვენი რიგით მეორე ვიზიტია საქართველოში. მე ასევე კმაყოფილებით მინდა ვთქვა, რომ ერევანში ოფიციალური ვიზიტით მეც ორჯერ ვიყავი და სიამოვნებით და კმაყოფილებით მინდა აღვნიშნო, რომ ეს მართლაც მიუთითებს ჩვენს შორის არსებულ მჭიდრო ურთიერთობაზე, თანამშრომლობაზე, კეთილგანწყობაზე, რომელიც ჩვენს შორის არსებობს. მადლობა მინდა გადაგიხადოთ იმისთვის, რომ ჩვენი ინიციატივით და მოლაპარაკებით დღეს გამართული ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისია ჩვენს დონეზე. რა თქმა უნდა, თქვენი პირადი ჩართულობით განახლდა ეს კომისია, რომელიც წლების განმავლობაში არ იმართებოდა. მინდა ვთქვა, რომ დაინტერესებული ვართ, რომ ჩვენს შორის არსებული ძალიან მჭიდრო, მეგობრული თანამშრომლობა კონვერტირდეს რეალურ საქმედ. განვავითაროთ მჭიდროდ ჩვენი სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობები, ვისაუბროთ რეგიონალურ პროექტებზე, ინფრასტრუქტურაზე, სხვა პროექტებზე, რომელიც საინტერესო იქნება ორივე ქვეყნისთვის. სწორედ ამ მიზნით, ამ მოტივით შევიკრიბეთ დღეს. მე ასევე მინდა ვთქვა, რომ ჩვენს შორის ურთიერთობა უმაღლეს დონეზეა. სიამაყით და სიამოვნებით უნდა ითქვას, რომ ასეთი ურთიერთობა არ ყოფილა ჩვენს ქვეყნებს შორის. ჩვენ რა თქმა უნდა, ყოველთვის გვქონდა ძალიან მჭიდრო და მეგობრული ურთიერთობა, მაგრამ უნდა ითქვას, რომ სწორედ ჩვენი დამსახურებაა ის, რომ ჩვენს მთავრობებს, ქვეყნებს შორის არავითარი გაუგებრობა არ არსებობს და მართლაც იდეალური ურთიერთობა გვაქვს“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.