24.მარტი .2020 21:11

დაივიწყეთ სახლების დატოვება 21 დღით - ინდოეთის პრემიერი

views 1583
უკან

დაივიწყეთ სახლების დატოვება 21 დღით, - ამის შესახებ ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა ნარენდრა მოდიმ მოსახლეობისადმი მიმართვისას განაცხადა.

მისივე თქმით, „სოციალური დისტანცირება“ არის ერთადერთი გზა კორონავირუსის ქვეყანაში გავრცელების თავიდან ასარიდებლად.

ამასთან, პრემიერმა აღნიშნა, რომ ზოგიერთს ქვეყანაში არასწორად ესმის ეს მიდგომა და ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ცალკეულმა პირებმა გამოიჩინეს უპასუხისმგებლობა.

შეგახსენებთ, ინდოეთის მთავრობამ ქვეყანაში 21-დღიანი კარანტინის გამოცხადების შესახებ გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ მიიღო. პრემიერის თქმით, სახლიდან ერთი ფეხის გადგმაც კი ადამიანებს საფრთხეს შეუქმნის, ამიტომაც ის მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს.

გარდა ამისა, ნარედრა მოდიმ დაახლოებით $2 მილიარდის ოდენობის გამოყოფის შესახებ განაცხადა, რაც ვირუსთან ბრძოლისთვის დაიხარჯება.