16.ივნისი .2020 00:50

დაიწვა ტანსაცმელი და სარეალიზაციოდ გამზადებული ნივთები – ვარკეთილში ხანძარი ლოკალიზებულია

views 408
უკან

პირველადი ინფორმაციით, ვარკეთილში დაიწვა ტანსაცმელი და სხვადასხვა სახის სარეალიზაციოდ გამზადებული ნივთები. ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

ცეცხლი ვარკეთილში საღამოს გაჩნდა. ის სასაწყობე ჯიხურებზე იყო გავრცელებული. "იყო ცეცხლის ავტოგასამართ სადგურზე გავრცელების საშიშროება, თუმცა მეხანძრე-მაშველების ოპერატიული რეაგირების შედეგად, მისი აფეთქების საფრთხე სრულად აღიკვეთა. ხანძარი უკვე ლოკალიზებულია.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ს 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს", – იტყობინება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა