მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დაიწყებს თუ არა საქართველო IMF-თან ახალ პროგრამას - კობა გვენეტაძის პასუხი

613b7a149809e
BM.GE
10.09.21 20:35
636
დაიწყებს თუ არა საქართველოს მთავრობა საერთაშორისო სავალუტო ფონდთან ახალ პროგრამას - ამ კითხვას გადაცემა "ანალიტიკას" ეთერში ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ უპასუხა. მისი თქმით, სავალუტო ფონდთან ახალი პროგრამის თაობაზე საქართველოს მთავრობა მოლაპარაკებებს მიმდინარე წლის ბოლოს დაიწყებს. 

"IMF-ის პროგრამა არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგანაც ის აკეთებს რეფორმებისა და ეკონომიკური მიმდინარეობების მიუკერძოებელ შეფასებას, რაც ქვეყანაში ხდება. IMF-ის შეფასება, როგორც სხვა დონორებისადმი, ასევე ინვესტორებისადმი ძალიან მნიშვნელოვანია.

ის, რომ პროგრამა, რომელიც გვქონდა სავალუტო ფონდთან იყო ძალიან მნიშვნელოვანი, რათა დახმარება მოგვეზიდა.  ინტერესი ნამდვილად არის ახალი პროგრამის, ჯერ მოლაპარაკებები არ არის დაწყებული, მაგრამ ეკონომიკურ გუნდს გამოთქმული აქვს ინტერესი, რომ წლის ბოლომდე აუცილებლად შედგეს მოლაპარაკებები და დავიწყოთ საუბარი ახალ პროგრამასთან დაკავშირებით,"- აცხადებს კობა გვენეტაძე.

საერთაშორისო სავალუტო ფონდთან არსებული პროგრამა 2021 წლის დასაწყისში დასრულდა.