საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის ბექა ფერაძის ინფორმაციით, ინსპექტირების შედეგად 502-დან 127-მა კომპანიამ დარღვევები სრულად გამოასწორა, ხოლო 200-ზე მეტი დაჯარიმდა.
როგორც bm.ge-ის ფერაძემ განუცხადა, ინსპექტირების შედეგად გაუმჯობესებულია სტატისტიკა. კერძოდ, მისი ინფორმაციით, გასული წლის ანალოგიურ პედიოდთან შედარებით, გარდაცვალების მაჩვენებელი - 35%-ით, ხოლო დაშავებულთა სტატისტიკა 20%-ით შემცირდა.
„რეალურად, კანონი რამდენიმე თვის წინ შევიდა ძალაში, თუმცა ყველა ეკონომიკურ სექტორზე 1 სექტემბრიდან გავრცელდა. ამ ეტაპზე შრომის უსაფრთხოების მიმართულებით შემოწმებულია 502 ობიექტი, ხოლო 1200-ზე მეტი ინსპექტირება არის განხორციელებული ჩვენ მიერ. გარდა ამისა, ჩვენ ზედამხედველობას და რეაგირებას ვახორციელებთ იძულებით შრომაზე და შრომით ექსპლოატაციაზე. ამ მიზნით, 125 კომპანიის შემოწმება განხორციელდა. გარდა ამისა, შრომის უფლებების მიმართულებით განხორციელდა 150 ინსპექტირება სხვადასხვა სექტორულ მიმართულებაში. ჯამში, მიმდინარე წელს 1500-ზე მეტი ინსპექტირება განხორციელდა. რაც შეეხება შედეგებს - წელს სტატისტიკურად დაღუპულების მაჩვენებელი შემცირებულია 35%-ით, ხოლო 20%-მდე არის შემცირებული დაშავებულთა რაოდენობა. მოკლე პერიოდში რისი განხორციელებაც შესაძლებელი იყო, გაკეთდა და ეს სტატისტიკაზეც მეტყველებს“, - განაცხადა ფერაძემ.
მისივე ინფორმაციით, რამდენიმე კომპანია 14 ათას ლარამდე დაჯარიმდა, ხოლო რამდენიმე - 50 ათასი ლარით.
„ჯამში, პირველადი გაფრთხილების შემდგომ 127-მა კომპანიამ სრულად გამოასწორა დარღვევები, დაახლოებით, 200 კომპანია დაჯარიმდა 14 ათასი ლარის ფარგლებში, რამდენიმე კომპანიას დაეწერა 50 ათას ლარამდე ჯარიმა, რამდენიმეს შემოწმება ახლა მიმდინარეობს. ამასთან, იანვარში გამოვაქვეყნებთ ანგარიშს, რაც სრულ სურათს მოგვცემს. ზოგადად, დადებითი მაჩვენებლები არის, კომპანიებმა დაიწყეს უსაფრთხოების ნორმების დაცვა და შედეგებზე მეტყველებს სწორედ სტატისტიკური მაჩვენებლები“, - განაცხადა ფერაძემ.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?
რატომ შეიკრიბა 400 ექიმი ჩაქვში? - ღონისძიების ორგანიზატორი
მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
თბილისში, ეზოები ნაგავშემკრები კონტეინერებისგან გათავისუფლდება - რას გულისხმობს პროექტი
გიორგი გახარია 200-ლარიანი კომპენსაციის მიღების მსურველ ოჯახებს მიმართავს
რა არ მიეკუთვნება ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს – ცვლილებები საგადასახადო კოდექსში
კახეთში ახალი სასტუმრო “ამპელო” გაიხსნა
კომპანია Sinohydro-მ საქართველოში კიდევ ერთი გზის მშენებლობა დაასრულა