მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დაკარგული ავსტრალიელი ქალი გარდაცვლილი იპოვეს

61056c31dd2da
თამთა ჯიჯავაძე
31.07.21 19:25
6914
ავსტრალიელი ქალი შანაე ბრუკი, რომელიც თბილისში 30 ივლისს გაუჩინარდა, გარდაცვლილი იპოვეს. ამის შესახებ მოხალისე მოქალაქეები იტყობინებიან, რომლებიც ძებნის პროცესში იყვნენ ჩართული.

შსს-ში აცხადებენ, რომ მთაწმინდაზე ნაპოვნია ცხედარი, თუმცა, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები და ოფიციალურად გარდაცვლილის ვინაობის შესახებ ჯერჯერობით ვერაფერს დაადასტურებენ.

ცნობისთვის, გაუჩინარებამდე უცხოელი ქალი მთაწმინდის მიმდებარე ტერიტორიაზე სასეირნოდ იყო წასული. როგორც მისი მეგობრები ამბობენ, შანაე ბრუკმა აშშ-ში მყოფ მეგობარს დაურეკა, რა დროსაც მეგობარმა გაიგო როგორ ყვიროდა შანაე და ვიღაცას ეუბნებოდა, რომ მისთვის ხელი გაეშვა. ამის შემდეგ ქალი კონტაქტზე აღარ გამოსულა.