მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დაკავებულია კრიმინალური ქსელის 20 წევრი, რომელიც ათობით მილიონი ევროს გათეთრებას ცდილობდა

5fa298bcab565
ინგა მურუსიძე
04.11.20 16:00
2707
ევროპოლის მიერ კოორდინირებული საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის  შედეგად, უპრეცენდენტო საერთაშორისო საპოლიციო ოპერაცია - 2BaGoldMule ჩატარდა.

როგორც საქართველოს შს სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ოპერაციაში ჩართული იყო 16 ქვეყნის სამართალდამცავი უწყება, დაკავებულ იქნა კრიმინალურ ქსელ QQAAZZ-ის 20 წევრი, რომელიც მსოფლიოს  წამყვანი კიბერდამნაშავეების დავალებით, ათობით მილიონი ევროს გათეთრებას ცდილობდა. 

მათივე ცნობით, ოპერაციას წინ უძღოდა კომპლექსური გამოძიება პორტუგალიის, აშშ-ისა და  ესპანეთის პოლიციის, ასევე, გაერთიანებული სამეფოს, საქართველოს, ლატვიის, ბულგარეთის, იტალიის, გერმანიის, შვეიცარიის, პოლონეთის, ჩეხეთის,
ავსტრალიის, შვედეთის, ავსტრიისა და ბელგიის სამართალდამცავი უწყებების  მიერ, ევროპოლის კოორდინაციით.

"გამოძიებაში აქტიურად იყო ჩართული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სამართალდაცვით სფეროში  საერთაშორისო თანამშრომლობის ცენტრი და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის  მთავარი სამმართველოს კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველო.

დადგინდა, რომ QQAAZZ-ს ქსელს, რომლის წევრები იყვნენ ლატვიიდან,  საქართველოდან, ბულგარეთიდან, რუმინეთიდან და ბელგიიდან, ასობით  კორპორატიული და პირადი საბანკო ანგარიში ჰქონდა გახსნილი მსოფლიოს მასშტაბით, სადაც ირიცხებოდა კიბერკრიმინალების მიერ მსხვერპლების ანგარიშებიდან მოპარული თანხა. შემდეგ აღნიშნული თანხები ირიცხებოდა  QQAAZZ-ის კონტროლირებად ანგარიშებზე და ხშირად თანხების კონვერტაცია  ხდებოდა კრიპტოვალუტაში", - ნათქვამია სამინისტროს ინფორმაციაში.