მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“დაკრედიტებაზე დიდი გავლენა არ ექნება”- მესტვირიშვილი ₾200,000-მდე სავალუტო სესხებზე გამონაკლისის დაშვებაზე

62d81fec74387
შოთა ტყეშელაშვილი
20.07.22 23:20
624
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 200,000 ლარამდე სავალუტო სესხების შესახებ წესში ცლილება შეიტანა. მოქალაქეებსა და კომპანიებს, რომელთაც ბანკებში სავალუტო დეპოზიტი აქვთ განთავსებული, ამ დეპოზიტის შესაბამისი თანხის ოდენობით დოლარის და ევროს კრედიტების აღების უფლება მიეცემათ.

პარალელურად, სებ-მა კიდევ ერთი ცვლილება მიიღო, რომელიც დეპოზიტით უზრუნველყოფილი სესხებს უკავშირდება. სებ-ის გადაწყვეტილებით, გამსესხებლის მიმართ მსესხებლის ჯამური ვალდებულებების დათვლისას არ უნდა იქნეს გათვალისწინებული ფულადი სახსრებით უზრუნველყოფილი ვალდებულებები.

ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის, არჩილ მესტვირიშვილის განცხადებით, სავალუტო სესხებზე დაწესებულ გამონაკლისს საკრედიტო ბაზარზე დიდი გავლენა არ ექნება.

“ამ გადაწყვეტილებას არ უნდა ჰქოდნეს დიდი გავლენა დაკრედიტებაზე ან დოლარიზაციაზე გადაწყვეტილების ძირითადი დედა აზრია ის, რომ როდესაც 200,000-ის ზღვრის დათვლა ხდება, იქ ჩვენ არსებულ დეპოზიტს არ ვუთვლით, რადგანაც დავინახეთ რეგულაციის თავიდან არიდების ნიშნები, როდესაც იღებდნენ სესხს, შემდეგ დებდნენ დეპოზიტზე. შესაბამისად ამას აღარ ვთვლით ლიმიტის დათვლის დროს.

ამიტომაც, აღარ არის საჭირო, რომ დეპოზიტით უზრუნველყოფილი სესხის ვალუტა შეგვეზღუდა. თუ ვინმეს აქვს სურვილი და დეპოზიტი, შეუძლია უცხოური ვალუტით აიღოს სესხი.

თუმცა, ეს არაა მასობრივი პროდუქტი და დიდი გამოყენება ამას არ აქვს. შესაბამისად ის დაკრედიტებასა და დოლარიზაციაზე არ მოახდენს,”- განაცხადა არჩილ მესტვირიშვილმა გადაცემა “ანალიტიკას” ეთერში.