მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დამაკმაყოფილებელი კვარტალური შედეგების გამო, ბირჟაზე Best Buy-ს აქციები იზრდება

630e01426d314
გიორგი თოლორდავა
30.08.22 22:00
664
ელექტრონული მოწყობილობებისა და საყოფაცხოვრებო ტექნიკის ერთ-ერთი უმსხვილესი სავაჭრო ქსელი - Best Buy კვარტალურ შედეგებს აქვეყნებს. ფინანსური ანგარიშგებიდან ირკვევა, რომ საანგარიშო პერიოდში, გასულ წელთან შედარებით, კომპანიის შემოსავლები 13%-ით შემცირდა, რაც ანალიტიკოსების მიერ პროგნოზირებულ მაჩვენებელზე ნაკლებია.

საერთო ჯამში, მეორე კვარტალში კომპანიამ $10.33 მილიარდის შემოსავლის გამომუშავება შეძლო, ანალიტიკოსები კი $10.24 მილიარდს პროგნოზირებდნენ.

Best Buy-ს წმინდა მოგებამ $306 მილიონი შეადგინა. საგულისხმოა, რომ აღნიშნული მაჩვენებელი გასულ წელს $734 მილიონს აღწევდა.

კომპანიის შემოსავლების შემცირება ელექტრონულ ტექნიკაზე მოთხოვნის შემცირებასთანაა დაკავშირებული. მოგეხსენებათ, პანდემიის პერიოდში მნიშვნელოვნად გაიზარდა მოთხოვნა კომპიუტერულ მოწყობილობებსა და საყოფაცხოვრებო ტექნიკაზე, რეგულაციების გაუქმების ფონზე კი, მომხმარებლის ინტერესი ახალი ტელევიზორისა თუ მაცივრის შეძენის მიმართ იკლებს, რაც ნეგატიურად აისახება Best Buy-ს შემოსავლებზე.

ანალიტიკოსების მოლოდინების გადაჭარბების სიახლე, ბუნებრივია, ინვესტორებმა და ტრეიდერებმა დადებითად მიიღეს - საფონდო ბირჟის გახსნამდე Best Buy-ს აქციების ღირებულება 3.5%-ით გაიზარდა.


საქართველოს ბანკის მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway და ა.შ. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.