მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დამატებითი დოზა ვაქცინის მიღება, სავარაუდოდ, აცრიდან ერთ წელიწადში გახდება საჭირო - ფაუჩი

60a6722569470
ნათია თაქთაქიშვილი
20.05.21 18:51
1119
აშშ-ის წამყვანი ინფექციონისტი ენტონი ფაუჩი აცხადებს, რომ  დამატებითი დოზა ვაქცინის მიღება, სავარაუდოდ, მეორე აცრიდან 12 თვეში გახდება აუცილებელი. აღნიშნულის შესახებ Pfizer-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ალბერტ ბურლმაც განაცხადა. ინფორმაციას CNN ავრცელებს.

„ამჟამინდელი მონაცემებით, ვაქცინის ეფექტიანობა 6 თვეს და შეიძლება მეტხანსაც გაგრძელდეს, მაგრამ ჩემი ვარაუდით, სრული ვაქცინაციიდან, დაახლოებით, ერთ წელში დამატებითი ვაქცინის დოზის მიღება გახდება საჭირო“, - განაცხადა ფაუჩიმ.

ალბერტ ბურლას განცხადებით, Pfizer-ი უკვე მუშაობს დამატებითი დოზა ვაქცინის შექმნაზე და მისი გათვლებით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კომპანიას დეტალური პასუხები, დაახლოებით, ორ თვეში ექნება.

აშშ-ის დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრის განცხადებით, ამჟამად აშშ-ის მოსახლეობის, დაახლოებით, 47.9%-მა კოვიდ-ვაქცინის ერთი დოზა უკვე მიიღო, ხოლო 37.8% სრულადაა აცრილი.