05.დეკემბერი .2019 15:05

დამატებითი კომფორტი მოგზაურობისას "ალდაგისგან"

views 284
უკან

"ალდაგის" სამოგზაურო დაზღვევას კომფორტ პაკეტი დაემატა.

"სამოგზაურო დაზღვევის შეძენასთან ერთად მომხმარებელს 10 ლარად შეუძლია შეიძინოს რამდენიმე დამატებითი რისკის დაფარვა, რომელიც მას მოგზაურობისას სრულ კომფორტს შეუქმნის:

1) საზღვარზე უარის დაზღვევა, რომელიც გულისხმობს შენგენის ან უვიზო მიმოსვლის მქონე ქვეყნების ტერიტორიაზე შესვლის შესახებ უარს. ასეთ შემთხვევაში ანაზღაურდება როგორც ბილეთის, ისე სასტუმროს/ბინის ხარჯები;

2) რეისის გაუქმების ან გადადების დაზღვევა - ასეთი შემთხვევები საკმაოდ ხშირია, რისთვისაც არსებობს ალდაგის სამოგზაურო დაზღვევა. კომფორტ პაკეტის შეძენის შემთხვევაში ალდაგი დაფარავს როგორც ახალი ბილეთის ხარჯებს, ისე ქვეყანაში დასარჩენად გაწეულ სხვა ხარჯებს;

3) მოგზაურობის ვადაზე ადრე შეწყვეტა - თუკი მოგზაურობისას გაუთვალისწინებელი შემთხვევის გამო იძულებული ხდებით დატოვოთ ქვეყენა, ამ შემთხვევაშიც ალდაგი ბილეთისა და დაბინავებისთვის გაწეულ ხარჯებს აანაზღაურებს;

4) ბარგის დაკარგვა - მოგზაურებისთვის ცნობილია, რომ ეს საკმაოდ ხშირი რისკია და დიდ დისკომფორტს და დამატებით ხარჯებს უკავშირდება, ამიტომ ალდაგის სამოგზაურო დაზღვევის კომფორტ პაკეტი ამ ხარჯსაც დაფარავს.

5) პირადი პასუხისმგებლობის დაზღვევა - ეს არის შემთხვევა, როდესაც უცხო ქვეყანაში ყოფნისას თქვენდა უნებურად ზიანი მიაყენეთ მესამე პირს, რაც ძალიან დიდ ხარჯებთან შეიძლება იყოს დაკავშირებული. ამისთვისაც მზად იქნებით, თუკი გექნებათ ალდაგის სამოგზაურო დაზღვევა.

ალდაგის სამოგზაურო დაზღვევის შეძენა ონლაინ ხდება ლინკზე: https://travel.aldagi.ge/", - ნათქვამია "ალდაგის" განცხადებაში. 

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა