მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დამატებითი "ლოქდაუნი" მიზანშეწონილი არ არის, ბიზნესი სულს ღაფავს - კოვზანაძე

607f2977340e2
შოთა ტყეშელაშვილი
21.04.21 11:36
1926
პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე აცხადებს, რომ ეპიდემიური ვითარების დამძიმების შემთხვევაში ქვეყანაში მორიგი "ლოქდაუნის" გამოცხადება მძიმე გადაწყვეტილება იქნება, რადგანაც “ბიზნესი სულს ღაფავს”.

გადაცემა “ანალიტიკას” ეთერში კოვზანაძემ განაცხადა, რომ საქართველო ეკონომიკური თვალსაზრისით ორმაგ შოკურ ვითარებაში იმყოფება, რადგან თუკი სხვა არაერთ ქვეყანაში შემცირებულ ეკონომიკურ აქტივობას შერბილებული მონეტარული პოლიტიკით ებრძვიან, საქართველოში ამის განხორციელება შეუძლებელია, რადგან ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსი დარტყმის ქვეშაა, ინფლაცია კი იზრდება. ამის გამო, კი ეროვნულ ბანკს რეფინანსირების განაკვეთის ზრდა უწევს.

“ზოგადად მიზანშეწონილი არ არის დამატებითი "ლოქდაუნი", რადგან ეს ნიშნავს ბიზნესის კიდევ უფრო მეტად შეზღუდვას, ისედაც გარკვეული მიმართულებებით სულს ღაფავს ბიზნესი. აქედან გამომდინარე პრობლემაა ეს. საქართველოს მოსახლეობას სხვადასხვა მიმართულებით აწუხებს პრობლემები, მაღალი დოლარიზაცია, ინფლაცია და ასე შემდეგ.

აქ რამდენიმე მიმართულებით უნდა ვიფიქროთ, ჩვენ ამოგვივარდა კურსის წარმომქმნელი უზარმაზარი ფაქტორი ტურიზმის სახით. მეორე მხრივ, ეკონომიკის შეზღუდვა ხდება იგივე მონეტარული პოლიტიკის მხრივ. რას ნიშნავს ეს? მაგალითად, სხვა ქვეყანაში თუკი გარე შოკია, შეიძლება შემსუბუქდეს მონეტარული პოლიტიკა, აქ ეს არ გამოგვდის. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ორმაგი შოკის პირობებში ვიმყოფებით; როდესაც მონეტარული პოლიტიკა კიდევ გამკაცრდება, ეს დამატებით აისახება ეკონომიკაზე.

მეორე მხრივ კი სასწორზე გვიდევს ადამიანთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვა. შესაბამისად, ქვეყანაში მაკროეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნებასთან ერთად გამოწვევა უნდა იყოს მოქალაქეთა ჯანმრთელობისა და სიცოცხლის გადარჩენა,” - აცხადებს კოვზანაძე.

იმ შემთხვევაში თუკი საქართველო მორიგი კრიზისის წინაშე დადგა, IMF ქვეყნის მთავრობას აძლევს რეკომენდაციას, რომ ახალი სოციალური დახმარებების პროგრამის დაფინანსება მოხდეს არა ახალი ვალის აღებით, არამედ 2021 წლის ბიუჯეტის კორექტირებით და თანხის ინფრასტრუქტურული პროექტებიდან მოსახლეობის საოციალურ დაცვაში გადატანით.

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ამბობს, რომ კრიზისის გამწვავების შემთხვევაში საქართველოს მთავრობას მოუწევს გადაწყვეტილების მიღება თუ როგორ უნდა მოხდეს ახალი სოციალური დახმარებების გაცემა.

“თუ წავედით იქითკენ, რომ ვთქვათ იქნა "ლოქდაუნი", ამ შემთხვევაში მოსახლეობას დახმარება დასჭირდება.საჭირო იქნება ფისკალური სტიმულები და ასე შემდეგ. დეფიციტის დამატებითი ზრდა ვერ მოხდება, როგორც სავალუტო ფონდი მიანიშნებს ბიუჯეტის რეკონსტრუქცია გააკეთეთო, რომ კაპიტალური ხარჯების მხრივ შეამცირეთ და სხვა მიმართულებით წაიღეთო. ეს ამას ნიშნავს. მეორე მხრივ, ფისკალური კონსოლიდაცია ნიშნავს იმასაც, რომ გადასახადები გაიზარდოსო ვის უნდა გავუზარდოთ გადასახადები - ბიზნესს, რომელიც არ მინდა რთულად ვთქვა - სულს ღაფავს?!", - განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.