05.აგვისტო .2021 16:00

დამატებითი შეზღუდვების ფურცელზე დატანა სცენარს არ შეცვლის - გაბუნია

დამატებითი შეზღუდვების ფურცელზე დატანა სცენარს არ შეცვლის - გაბუნია
views 331
უკან

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიას თქმით, შეზღუდვის დაწესება იქნება ფორმალური, თუკი მისი აღსრულება არ მოხდა. როგორც გაბუნიამ უწყებათშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ თქვა, თუკი დაწესებული რეგულაციები 80-90%-ით შესრულდება, გაცილებით უკეთესი ეპიდ-ვითარება იქნება.

„ჯანდაცვის გაზომვების ინსტიტუტის პროგნოზი, რომელიც ღიაა ყველასთვის, მიუთითებს იმას, რომ ეპიდემიოლოგიური სურათი მნიშვნელოვნად შეიცვლება, თუ ჩვენ მივაღწევთ ნიღბების გამოყენებას 95%-ით. ამდენად, ყველაზე ქმედითი და ეფექტიანი საშუალება, რაც შესაძლოა გამოყენებული იყოს, ეს არის პირბადის გამოყენება როგორც ღია, ასევე დახურულ სივრცეში. ჩვენი ძალიან მყარი და მკაცრი რეკომენდაციაა, რომ ყველა მოქალაქე დაუბრუნდეს პირბადის გამოყენებას, მიუხედავად იმისა, ამასთან დაკავშირებით დააჯარიმებენ თუ არა. მთავარია აღსრულდეს ეს წესი.

დღეს ვართ პირბადის გამოყენების 50%-იან ნიშნულზე, ხოლო თუ გავაუმჯობესებთ, იქნება მნიშვნელოვანი ცვლილებები როგორც ინფიცირების შემთხვევაში, ასევე სიკვდილობის მაჩვენებელში. რაც შეეხება სხვა შეზღუდვებს, მომდევნო ერთი კვირა იქნება პერიოდი, როცა რეკომენდაციების საფუძველზე გარკვეულწილად უნდა გამოსწორდეს სიტუაცია და დიდი თავყრილობები არ გაიმართოს, შემდეგ კი ვნახოთ რა იქნება“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

მისივე თქმით, დაწესებული შეზღუდვების კონტროლის მექანიზმი კვლავ მოქმედებს, თუმცა მოსახლეობის 95% ვერ გაკონტროლდება, ატარებს თუ არა პირბადეს.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა