მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დამერწმუნეთ, Pfizer-ს უკეთესი რეკლამა აქვს, რეალურად, ორივე ვაქცინა ხარისხიანია - აკაკი ზოიძე

6054bd5fbcfae
ინგა მურუსიძე
19.03.21 19:00
1080
დამერწმუნეთ კოლეგებო, Pfizer-ს უკეთესი რეკლამა აქვს, ორივე ვაქცინა ხარისხიანი და უსაფრთხოა, - ამ სიტყვებით მიმართავს მედიკოსებს ჯანდაცვის სპეციალისტი, ყოფილი პარლამენტარი აკაკი ზოიძე.

მან გადაცემა „ანალიტიკაში“ ვაქცინაციის აუცილებლობაზე ისაუბრა და თქვა, რომ როგორც აცრა ერთადერთი გამოსავლია პანდემიის დასამარცხებლად.

„ყველა უნდა აიცრას, ეს არის ერთადერთი გამოსავალი, ამის გარეშე მოგვიწევს ამ ბნელ ეპიდემიოლოგიურ გვირაბში ყოფნა. არ გვეცოდინება, როდის შემოიღებენ შეზღუდვებს, როდის დაიქცევა ჩვენი ქვეყანა და სამუშაო ადგილები დაგვეკარგება.

არანაირი საბუთი არ არსებობს, რომ კოვიდ გადატანილებში აცრა რაიმე გართულებას იწვევს, პირიქით, სამი თვის შემდეგ, ყველამ უნდა აიცრას.

დამერწმუნეთ კოლეგებო, „ფაიზერს“ აქვს უკთესი რეკლამა, თორემ ბევრი პარამეტრით „ასტრაზენეკას“ უკეთესი მონაცემები აქვს. ორივე ვაქცინა არის ხარისხიანი, უსაფრთხო და ემსახურება ჩვენს ჯანმრთელობას“, - განაცხადა მან.