მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“დამიჯექი პირდაპირ ეთერში” - ხაზარაძე გახარიას

60bfbee607417
BM.GE
08.06.21 23:00
1059
გახარია არის სიცრუის ტირაჟირების ინსტრუმენტი, ტყუილის, რომელიც ანგრევს ამ ქვეყანაში იმედს, ამკვიდრებს განცდას რომ ასეთი მდაბიო ხერხით შეიძლება მიაღწიო, მინისტრობას, პრემიერობას, გერქვას პოლიტიკოსი, - ამის შესახებ მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს და გიორგი გახარიას "ტვ პირველში" საუბარს ეხმაურება.

"გიორგი გახარია!
დამიჯექი პირდაპირ ეთერში და მოხდება შენი სრული ლუსტრაცია, ტყუილი უნდა დამთავრდეს ამ ქვეყანაში
მოიტყუე- წერილზე
მოიტყუე- ანაკლიაზე
მოიტყუე-ბადრიზე
მოიტყუე თან ბევრი,
გელოდები პირდაპირ ეთერში...", - წერს ხაზარაძე.

ცნობისთვის, როგორც ცოტა ხნის წინ, გიორგი გახარიამ "ტვ პირველის" ეთერში განაცხადა, რაც არ უნდა ილაპარაკოს ხაზარაძემ ანაკლიის პორტის პროექტთან მიმართებაში, სახელმწიფო 100%-ით მართალია ბიზნესჯგუფის წინაშე.

როგორც მან აღნიშნა, მამუკა ხაზარაძე ანაკლიის პროექტს პოლიტიკურად იყენებს, რაც ექსპრემიერის თქმით, არ არის სწორი.

„დარწმუნებული ვარ, რომ მამუკა ხაზარაძემ სტრატეგიული მნიშვნელობის პორტის პროექტი გააფუჭა რაღაცა დროით, მადლობა ღმერთს რომ არა სამუდამოდ“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.